შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორითის, ბერყვიჭალის, მარილისისა და დაბა ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში უმასპინძლეს.
შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, შს სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და დეტალურად აუხსნეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო სიტუაციების დროს.
პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.