შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს იმერეთის საგანმ...
28-04-2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს იმერეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორითის, ბერყვიჭალის, მარილისისა და დაბა ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში უმასპინძლეს.

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, შს სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და დეტალურად აუხსნეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო სიტუაციების დროს.

პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.