შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ლაგუნა ვერესა და ფონიჭალაში, გაჩიანის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებენ. ასევე, მიმდინარეობს ლაგუნა ვერესთან არსებული საწყობების დემონტაჟი და საძიებო ღონისძიება. ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი და სააგენტოს მძიმე ტექნიკა. სამუშაოებში ჩართულია თბილისის მერიის მძიმე ტექნიკაც და სამუშაოებისათვის საჭირო ყველა აღჭურვილობა.