შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ მაგისტრალთან ხევში ჩავარდნილი პოლონეთის მოქალაქე დლუზნიაკ რობერტმარიანი ამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სტეფანწმინდა-გუდაურის გზაზე, ხეობაში ჩავარდა მოქალაქე, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამორიგეო განყოფილების სამაშველო ჯგუფი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე.
სამთო-სამაშველო ოპერაცია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. სამაშველო ჯგუფმა დაშავებული პიროვნება დროულად ამოყვანა. დლუზნიაკ რობერტმარიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.