საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის განყოფილების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და მშენებლებს გაესაუბრა. მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება. დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობის აგება, რომელიც ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღიჭურვება. ახალ შენობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გათვალისწინებულია სპეციალური პანდუსების მოწყობა, ასევე დაგეგმილია სააგენტოს ეზოს კეთილმოწყობა. 2015 წლის მაისიდან დაინტერესებული პირები საჩხერე-ამბროლაურის განყოფილებაში მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ.
მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილება ამ ეტაპზე მომხმარებელს დროებით თავისუფლების ქუჩა N3-ში მდებარე შენობაში ემსახურება. ცალკე ტერიტორიაზეა განთავსებული მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მოედანი.