1 ივნისს, 12 საათზე, შსს-ს მომსახურების სააგენტო მცხეთა–მთიანეთის რაიონში, სოფელ ძეგვთან მდებარე წმ. გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს ეწვევა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი თავშესაფრის აღსაზრდელებს პირადად მიულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და თითოეულ მათგანს საჩუქრებს გადასცემს.