პირველ ივნისს, 11 :00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მზრუნველობამოკლებულ 100 ბავშვს მიულოცავს. მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, "112"-ის ეზოში გაიმართება გრანდიოზული ღონისძიება შოუს ელემენტებით, სადაც თამაშებსა და კონკურსებში უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას მოწვეული ბავშვები. სტუმრად მოსულ მოზარდებს ზღაპრის გმირები გაუმასპინძლდებიან. პერსონაჟები "112"-ის ეზოს რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად გადააქცევენ. პატარები აღმოჩნდებიან ულამაზეს სამყაროში, სადაც თვითონ იქნებიან საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული თავგადასავლების მონაწილეები. ბავშვებს საშუალება მიეცემათ „112“-ის ტერიტორია ფერადი ცარცით მოხატონ, დაათვალიერონ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო, საპატრულო ეკიპაჟები, ასევე გახალისდებიან სახის მოხატვით. ღონისძიებაზე ბავშვები "112"-ისაგან მიიღებენ სამახსოვრო პრომო საჩუქრებს. დღის დასასრულს სტუმარი ბავშვები დაესწრებიან სპეციალურად გამართულ, ჯგუფ „ნიუტონი“-ს კონცერტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდება. კონცერტი 19:00 საათზე კუს ტბაზეგაიმართება.