შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, გაწმენდით და ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, ბათუმში დამატებით მობილიზებულ იქნა სამაშველო ჯგუფები თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან. ძლიერმა წვიმამ ფოთშიც დატბორა სახლები და ქუჩები. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები სპეციალური წყალსაქაჩი ტექნიკით მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველ-მეხანძრე.
ფოთსა და ბათუმში სამაშველო, გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები დღესაც გრძელდება.