საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიციის დელეგაცია ეწვია.
სტუმრებმა ასევე მოინახულეს შსს-ს აკადემია, მომსახურების სააგენტო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტები და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირანელ სამართალდამცველებს საქართველოს შს სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და ირანის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.