შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიციის დელეგაცია ეწვია
26-11-2016

შსს-ს ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიციის დელეგაცია ეწვია

საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიციის დელეგაცია ეწვია.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს შსს-ს აკადემია, მომსახურების სააგენტო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტები და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირანელ სამართალდამცველებს საქართველოს შს სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და ირანის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.