შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ცაგერის, ლენტეხის, ხონის და ხარაგაულის რაიონის სოფლებში მცხოვრებ 85 შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს ეწვივნენ, საკვები პროდუქტები მიუტანეს და ახალი წელი მიულოცეს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მომავალშიც აპირებს. შს სამინისტრო აქციის ფარგლებში სულ 1000-ზე მეტ ოჯახს ეხმარება.