შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელების ინიციატივით, მიმდინარე წლის 2-6 ოქტომბერს, შსს-ს აკადემიაში, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდების მონაწილეობით, საშემოდგომო შიდა საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.
ფინალში ერთმანეთს ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გუნდები შეხვდნენ. მატჩი შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო თასი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მინდია ლორთქიფანიძემ გადასცა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი მედლები გადაეცათ, ხოლო მესამე ადგილზე გასული - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გუნდის მოთამაშეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება.