შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე ქიმიურ-ბიოლოგიური მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. სწავლება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სპეციალური სამმართველოს 17-მა თანამშრომელმა გაიარა.
ტრენინგის ძირითადი მიმართულებები იყო: ქიმიურ-ბიოლოგიური სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა, დეკონტამინაცია და აღჭურვილობის მოვლა, ქიმიურ-ბიოლოგიური ლაბორატორიები, რადიაციული მასალების გამოსხივების ტიპები და საფრთხეები, რადიაციული წყაროების აღმოჩენის აღჭურვილობის მოვლა და გამოყენება. სწავლების განმავლობაში სხვადასხვა სახის პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა.
ტრენინგს ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.