შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ. ბ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი - 1979 წელს დაბადებული გ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ბ. მომხდარიდან 3 საათში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).