შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა უეფას (UEFA) და ევროპის ფეხბურთის უსაფრთხოების ექსპერტთა (Pan European Think Tank of Football Safety and Security experts) მე-16 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის რესპუბლიკაში ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებმა უეფას ევროპის ჩემპიონთა ლიგის და უეფას ევროპის ლიგის 2017-2018 წლების სეზონის მატჩების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ვიზიტის მიზანი იყო საფეხბურთო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება და ამ მიმართულებით უეფას (UEFA) და ევროპის ფეხბურთის უსაფრთხოების ექსპერტთა გამოცდილების გაზიარება.