შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით გერმ...
13-09-2017

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა უეფას (UEFA) და ევროპის ფეხბურთის უსაფრთხოების ექსპერტთა (Pan European Think Tank of Football Safety and Security experts) მე-16 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის რესპუბლიკაში ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებმა უეფას ევროპის ჩემპიონთა ლიგის და უეფას ევროპის ლიგის 2017-2018 წლების სეზონის მატჩების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ვიზიტის მიზანი იყო საფეხბურთო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება და ამ მიმართულებით უეფას (UEFA) და ევროპის ფეხბურთის უსაფრთხოების ექსპერტთა გამოცდილების გაზიარება.