შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების, უძველესი ეკლესია-მონასტრების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციის ფარგლებში, თბილისში, წმინდა საბა განწმენდილის დედათა მონასტრის ტერიტორია დაასუფთავეს.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას და მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გააგრძელებს.