შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია ...
20-10-2017

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების, უძველესი ეკლესია-მონასტრების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციის ფარგლებში, თბილისში, წმინდა საბა განწმენდილის დედათა მონასტრის ტერიტორია დაასუფთავეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას და მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გააგრძელებს.