შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მინდია ლორთქიფანიძე და შს სამინისტროს თანამშრომლები ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის II სამმართველოს ბაზაზე, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეკლესია მამა მიქაელმა აკურთხა და წირვა-ლოცვა ჩაატარა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ ეკლესია საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით ააშენა.