საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „სპორტულ შეჯიბრებებზე და განსაკუთრებით ფეხბურთის მატჩებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ ევროპულის კონვენციის“ მუდმივმოქმედი კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული შეჯიბრებების მიმდინარეობისას უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს – სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათ დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, თბილისის მთვარი სამმართველოს, დაცვის პოლიციის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ფარგლებში ექსპერტები გაეცნენ სპორტული შეჯიბრების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ საქმიანობას. ვიზიტის მიზნია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებისთვის რეკომენდაციების მომზადება სპორტული შეჯიბრების მიმდინარეობისას უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის.