შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებითა და დაფინანსებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ნარკოტიკული ნივთიერებების ნიმუშების მომზადება ქიმიური საექსპერტო კვლევისათვის“. სწავლებაში დეპარტამენტის ცენტრალური და რეგიონული ლაბორატორიების 17 ექსპერტ-ქიმიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ლიტვის პოლიციის ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტებმა ჩაატარეს.
სწავლება ინსტრუმენტული კვლევისას სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების (ეფედრინი, მეთკათინონი, ამფეტამინი, ფენობარბიტალი, კოდეინი, ბუპრენორფნი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი) ნიმუშების მომზადების თანამედროვე მეთოდების ანალიზის, დამუშავების და ვალიდაციის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.