შსს-ს პოლიციის აკადემიაში, პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, სამართალდამცველთა სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა და ლიტველმა ექსპერტებმა ლიტვის პოლიციის საბაზისო მომზადებისა და უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო პოლიციის ოფიცერთა მომზადების, ტრენინგ–პროგრამების განვითარების, დაგეგმვისა და განხორციელების საკითხები განიხილეს.
პროგრამის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.