შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაციის საკითხებზე სწავლებას დაესწრნენ.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების და ბავშვთა ძალადობის დაცვის (რეფერირების) სისტემის სიღრმისეული შესწავლა, პოლიციელებსა და სოციალურ მუშაკებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების მიზნით ორი უწყების ეფექტურ თანამშრომლობას.