შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მასმედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. რექტორმა ჟურნალისტებს შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერებინა და აკადემიის მუშაობის სპეციფიკა დაწვრილებით გააცნო.
ჟურნალისტებმა აკადემიის სასწავლო მეთოდიკისა და პროგრამების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს. მედიატურის განმავლობაში აკადემიის რექტორმა მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.