შსს-ს აკადემიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი კრის ვიგინტონი, დირექტორის მოადგილე ტონი ჰაიტაუერი და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერი ესტუმრნენ.
სტუმრებმა აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) და შსს-ს აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აღჭურვილი, შსს-ს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.
აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები შსს-ს აკადემიის საქმიანობასა და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ. აკადემიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, მათ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.