შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ, მარტყოფის შშმპ პანსიონატის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას დაესწრო. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, შშმპ კვირეულის ფარგლებში გაიმართა. გამოფენა-გაყიდვას დაესწრნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სხვა სამინისტროებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.