სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში, გუშინ საქართველოს შს მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ გასპარიანს შეხვდა. ვლადიმერ გასპარიანმა ალექსანდრე ჭიკაიძეს სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის მედალი გადასცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ გორიკ აკოპიანს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა.