შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის და ახალციხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ემზარ ხ. და 1977 წელს დაბადებული გერვასი კ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა ემზარ ხ. ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისთან, ტყეში, ხოლო გერვასი კ. ახალციხის რაიონის სოფელ ანში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე იმ დროს ამხილეს, როდესაც მათ უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 14 ცალი 3 მეტრის სიგრძის, 2 ცალი 17 მეტრის სიგრძის და 19 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი სატვირთო ავტომანქანებით გადაჰქონდათ. პოლიციამ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო. დადგინდა, რომ გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობა 1875 ლარს შეადგენს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).