შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ძველი თბილისის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ლაშა ო. თბილისში ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ავლაბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მამინაცვალი – 1976 წელს დაბადებული ვახტანგ ჯ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლაშა ო. მომხდარიდან რამდენიმე საათში ხარაგაულის რაიონში, სოფელ ხევში დააკავეს. მკვლელობის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით).