შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ალექსანდრე ს. თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ალექსანდრე ს-ს პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).