შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული დავით გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხონში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 141 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დავით გ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).