შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გიორგი ლ. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 5 ცალი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, უკანონოდ დაჭერილი სხვადასხვა სახეობის 10 კგ თევზი, 2 ჩოგან-ბადე, 1 სახლართი ბადე და წყლის სათვალე ამოიღეს. გიორგი ლ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება აკრძალულ ადგილას თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).