შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ უკანონო თევზჭერის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
16-08-2015

შსს-მ უკანონო თევზჭერის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გიორგი ლ. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 5 ცალი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, უკანონოდ დაჭერილი სხვადასხვა სახეობის 10 კგ თევზი, 2 ჩოგან-ბადე, 1 სახლართი ბადე და წყლის სათვალე ამოიღეს. გიორგი ლ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება აკრძალულ ადგილას თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).