შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გივი გ. საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, „ერ-გე 42“-ის ტიპის ხელყუმბარის კორპუსი და „უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 2 ამფეთქი ფალია ამოიღეს.
გამოძიება საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).