შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალურ ბაზებს – ციხისჯვარსა და ახალციხეში სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, მერაბ მალანია პირად შემადგენლობას შეხვდა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. მინისტრის მოადგილემ ასევე ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერა.