შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2014 წლის 29 დეკემბრიდან თაღლითობის ბრალდებით ძებნილი, 1977 წელს დაბადებული ვუგარ მ. დააკავეს.
ვუგარ მ. 2014 წლის მაისში თაღლითურად დაეუფლა თავისი თანასოფლელის, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ 4 700 ლარს. 2014 წლის 29 დეკემბერს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვუგარ მ-ს დაკავების შესახებ განჩინება გამოიტანა და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დააკავეს. ამ დროისთვის ვუგარ მ. სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია შესახლებული.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).