შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის უფროსი ინარი ზაქარაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ინარი ზაქარაძემ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა კონკრეტული მოქალაქეებისათვის, თითქოსდა ტყითსარგებლობის წესების დარღვევისათვის, დაჯარიმების ყალბი აქტების გამოწერა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.