თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970წ. დაბადებული აზიზ მ. დააკავეს.
აზიზ მ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 221-6, 223-6 და 434-10 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს: კანონის საფუძველზე ან რეგლამენტით მიღებული უსაფრთხოების დაცვის ნორმების აშკარა დარღვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობას, გემის კაპიტნის გაქცევისა და განსაცდელში მყოფთათვის დახმარების არაღმოჩენის ფაქტს.
აზიზ მ.-ს მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.