შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ს. და 1995 წელს დაბადებული ა.კ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 24,8018 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 10 აბი ,,ენ-დე-მა“ ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2,3903 გრამი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება.
გამოძიება ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).