შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული გიორგი ლ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 ივნისს, დაბა ჩოხატაურის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებულ ზურაბ უ-ს გულმკერდისა და მუცლის არეში ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიორგი ლ. მომხდარიდან სამ დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გიორგი ლ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).