შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გოგა ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჩხოროწყუში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს, მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1979 წელს დაბადებულ პაატა ბ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გოგა ფ. ჩხოროწყუში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).