შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მექსიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. თაღლითობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2014-2015 წლებში, კანადაში გამგზავრებისა და დასაქმების დაპირების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს თაღლითურად გამოართვა და მიითვისა 170 000 ლარი.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).