შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1988 წელს დაბადებული გიორგი კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 2015 წლის 7 და 8 მარტს, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე "ვისოლი"-ს, "გამა-გაზი"-ს, "რომპეტროლი"-ს და "სოკარი"-ს ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებსა და სავალუტო ჯიხურში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით ოპერატორებს სხვადასხვა ოდენობის თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები თბილისში დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).