შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ლაშა მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში ლაშა მ. თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა გელა რობაქიძის ოჯახს, საიდანაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით 20 000 ლარი, 4 000 აშშ დოლარი, 1 500 ევრო, 750 თურქული ლირა, ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავეს, კიდევ სამი პირის ვინაობა დადგენილია. მათ დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).