შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე კონგრესმენ მაიკლ როჯერსს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, მათ შორის, მავთულხართების ინსტლაციის საკითხს.