შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1949 წელს დაბადებული შალიკო ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს.
სამართალდამცველებმა წალკის რაიონის სოფელ კუშში, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, ავტოფარეხიდან „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 336 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).