შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზაზა კ. ნარკოდანაშაულისთვის სურამში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 21 აბი ბუპრენორფინი, 2,4224 გრ ჰეროინი, 0,9520 გრ კანაფის ფისი და 0,0135 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს მარიხუანას, ოპიუმის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.)