შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ავთანდილ თ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 46,083 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 17,6037 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,5515 გრ კანაფის ფისი.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს „სუბუტექსი“-ს, მარიხუანის და ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).