შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ავთანდილ ჯ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 19,5442 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ბიოაქტიურ ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).