12 მაისს, 12 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი.
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: მწერალი რატი ამაღლობელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე - „არა ბიონარკოტიკს“ 31 მარტს გამოაცხადა. კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.